საქართველოს ოკუპირებულ რეგიონთან გაფორმებული კიდევ ერთი უკანონო შეთანხმება. სოჭში, რუსეთის პრეზიდენტსა და აფხაზეთის არაღიარებულ პრეზიდენტს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ ხელმოწერილი ე.წ. დოკუმენტი, აფხაზეთში ვნებათაღელვისა და მწვავე პროტესტის მიზეზი ხდება. საუბარია ერთიანი სოციალური და ეკონომიკური სივრცის ფორმირების ე.წ. პროგრამაზე, რომელსაც ოფიციალური თბილისი, 2014 წელს გაფორმებული შეთანხმების მსგავსად, ანექსიის დაკანონებისკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნევს. ახალ ე.წ. შეთანხმებაში ჩამოთვლილია ის ე.წ. კანონები და ნორმატიული აქტები, რომლებიც დე ფაქტო მთავრობამ სხვადასხვა სფეროში სამი წლის განმავლობაში უნდა დაამტკიცოს. უკანონო შეთანხმების პუნქტებს მიღმა ადგილობრივ პოლიტიკურ წრეებში სერიოზულ საფრთხეებს ხედავენ.