რუსეთის უზენაესი სასამართლოს რეზონანსული გადაწყვეტილება.
ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და გავლენიანი უფლებადამცველი ცენტრი „მემორიალი“ დახურეს. გენერალური პროკურატურა 34-წლიანი ისტორიის მქონე ორგანიზაციას ადმინისტრაციული კანონის დარღვევასა და პოლიტიკურ საქმიანობაში სდებდა ბრალს. გამოძიების მტკიცებით, მიზანი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე ზემოქმედება და საზოგადოებრივი აზრის ფორმირება იყო. სასამართლოს გადაწყვეტილებას ქვეყნის შიგნით და მის გარეთ უმწვავესი რეაქციები მოჰყვა. საერთაშორისო საზოგადოება სასამართლოს პოლიტიკური დაკვეთების შესრულებაში სდებს ბრალს და განაჩენის გაუქმებისკენ მოუწოდებს, რუსეთის ხელისუფლებისგან კი დამოუკიდებელი აზრის წინააღმდეგ მიმდინარე რეპრესიების შეჩერებას მოითხოვს.