რუსეთის ულტიმატუმი უკრაინას და საქართველოს

მოსკოვი დასავლეთს ახალი საფრთხეებით ემუქრება.

ნატოს აღმოსავლეთით გაფართოების გამოსარიცხად გარანტიების მოთხოვნის შემდეგ რუსეთსა და ევროპას შორის ურთიერთობა უკიდურესად იძაბება. კრემლისთვის პოსტსაბჭოთა ქვეყნებში დასავლეთის ნებისმიერი ჩართულობა კატეგორიულად მიუღებელია, რადგან მოსკოვი საკუთარ მომავალს სწორედ ამ ქვეყნებთან ერთად ხედავს და შესაბამისად, მათ საკუთარ გეოპოლიტიკურ პრიორიტეტად მიიჩნევს. როგორი იქნება მუქარის შემცველი გზავნილების ფონზე ევროპის პასუხი – დასავლეთის ქვეყნები ერთობლივ პოზიციაზე ჯერ არ შეჯერებულან. მიდგომები განსხვავებულია. ევროპელთა ნაწილი რუსეთთან დიალოგს ემხრობა, ნაწილი კი ღია კონფრონტაციას ერიდება. მოსკოვი ისედაც დაძაბული ურთიერთობის კიდევ უფრო გამწვავებას პროგნოზირებს და საკუთარ ულტიმატუმებზე ევროპისგან სასწრაფო პასუხს ელოდება.