რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

გასულ ღამეს რუსებმა კიევს უპილოტო საფრენი აპარატებით შეუტიეს. ამის შესახებ კიევის საქალაქო-სამხედრო ადმინისტრაცია აცხადებს. უკრაინელებმა ყველა დრონის განადგურება შეძლეს. თავდასხმა ასევე განხორციელდა ხარკოვზეც. როგორც, ხარკოვის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი წერს თავდასხმის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, 13 კი დაშავდა. ასევე, იერიშის შედეგად ცეცხლი გაუჩნდა რვა საცხოვრებელ კერძო სახლს.