რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

დნეპროპეტროვსკის რეგიონზე რუსული სარაკეტო იერიშის შედეგად, სულ მცირე შვიდი ადამიანი დაშავდა. საჰაერო თავდასხმის შედეგად განადგურდა სატრანსპორტო ობიექტი და დაზიანდა ათამდე შენობა. ასევე ორი საცხოვრებელი კორპუსი და წყლისა და გაზის სადენები. დაშავებულები ამ დროისთვის ადგილობრივ საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

უკრაინაში დღეს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავენ. კიევში მასშტაბური ღონისძიება სარაკეტო თავდასხმების საფრთხის გამო არ გაიმართება. უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, ბრიუსელში ევროკომისიის, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის შენობები ლურჯ და ყვითელ ფერებში განათდა.