რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში

კონტრშეტევის დაწყების შემდეგ უკრაინა ევროპელი პარტნიორებისგან სამხედრო დახმარების გაგრძელების დაპირებას იღებს.

ნატოში თავდაცის მინისტრების შეხვედრა ოფიციალური კიევისთვის დამაიმედებელი და პოზიტიური გზავნილების ფონზე მიმდინარეობს. ომში მყოფი ქვეყანა ვილნიუსის მოახლოებული სამიტის წინ მხარდაჭერის მკაფიო სიგნალს იღებს ნატოს გენერალური მდივნისგანაც. საერთაშორისო დახმარების ფონზე უკრაინა კონტრშეტევით ოპერაციებს განაგრძობს. შეიარაღებული ძალების ინფორმაციით, წინსვლაა

ზაპოროჟიეს მიმართულებით, სადაც უკრაინელმა სამხედროებმა რუსი ოკუპანტებისგან რამდენიმე ქალაქი და დასახლება გაათავისუფლეს და 100 კვადრატულ კილომეტრ ტერიტორიაზე კონტროლი დაიბრუნეს. ამ დრომდე ოკუპირებული რჩება ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური, რომლის მუშაობას კახოვკის წყალსადენის აფეთქების შემდეგ საფრთხე შეექმნა.