რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია
რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზურაბ ლობჟანიძე თავისუფალია. ის ცენტრალური ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე იმყოფება. რუსი მესაზღვრეების მიერ დაკავება ოკუპირებულ სოფელ ბალთას მიმდებარედ მოხდა. სუს-ის ინფორმაციით, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, აქტიურად გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს ყველა მოქალაქის გასათავისუფლებლად.