რუსეთისა და აზერბაიჯანის მჭიდრო ურთიერთობებზე მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული სამხრეთ კავკასიის რეგიონის სტაბილურობა და უსაფრთხოება, – ამის შესახებ განცხადება აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა, ბაქოში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებების დასასრულს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.
ილჰამ ალიევის თქმით, აზერბაიჯანი და რუსეთი მოქმედებენ, როგორც მოკავშირეები, მეგობრები და ახლო პარტნიორები. შეხვედრის ფარგლებში ხელი მოეწერა ექვს დოკუმენტს, მათ შორის სამ შეთანხმებას და სამ მემორანდუმს. ეს დოკუმენტები მოიცავს თანამშრომლობას ისეთ სფეროებში, როგორიცაა საკვების უსაფრთხოება, მცენარეთა კარანტინი და დაცვა, ჯანდაცვა, სამედიცინო განათლება და მეცნიერება. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეკონომიკურ თანამშრომლობას.
შეგახსენებთ, რუსეთის პრეზიდენტი ბაქოში ორდღიანი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება.