ოფიციალური თბილისი და ქართული პოლიტიკური სპექტრი რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მუქარის შემცველ განცხადებას პასუხობს. პოლიტიკოსების განცხადებით, საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსი რუსეთის ფედერაციის კომპეტენციაში არ შედის და ქვეყანა ერთგული რჩება ევროატლანტიკური ინტეგრაციის მისწრაფებების მიმართ. მმართველი გუნდის განცხადებით, საქართველო ემზადება 2024 წელს ოფიციალური განაცხადი გააკეთოს ევროკავშირის წევრობაზე. შეგახსენებთ, ანდრეი რუდენკომ ჟენევაში გუშინ ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ საქართველოს არჩევანი გაუმართლებლად მიაჩნია და გადაწყვეტილებას კრემლი რეგიონში ესკალაციის, დაძაბულობისა და არაპროგნოზირებადი ვითარების შექმნის მცდელობად აღიქვამს.