გაიზრდება თუ არა პურის ფასი – ქვეყანაში ხორბლის იმპორტი შემცირებულია. ნოემბერში საქართველომ 40%-ით ნაკლები ხორბალი შეიძინა. ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ხორბლის იმპორტის შემცირება გამოწვეულია რუსეთის მხრიდან ხორბალზე საბაჟო გადასახადის შემოღებით. მხოლოდ გასულ კვირას, რუსეთმა 80-დოლარიანი საბაჟო გადასახადი ხორბალზე 10 დოლარით, 90 დოლარამდე გაზარდა. ასოციაციის განმარტებით, აუცილებელია ეკონომიკურმა გუნდმა დამატებითი დამზღვევი მექანიზმი შეიმუშაოს.