რუსეთის ელჩის განცხადება

უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ისევ კეთდება განცხადებები რუსეთის მხრიდან. „ვაშინგტონი ცდილობს, საერთაშორისო უსაფრთხოების ყველა საკითხი უკრაინით შემოფარგლოს, რაც აბსოლუტურად არასწორია“ – ამის შესახებ რუსეთის ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა უნდა დაიცვან საერთაშორისო ხელშეკრულებები, შეთანხმებები და საერთაშორისო სამართალი, იმის ნაცვლად, რომ დაემორჩილონ ბრძანებებს, კონკრეტულ ძალებს და გაურკვეველ წესებს, რომლებიც მათი მონაწილეობის გარეშეა შემუშავებული.