რუსეთიდან უკრაინელი დიპლომატების გაძევება, რუსეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქეების საქმეს არ გაართულებს
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის განცხადებით, რუსეთიდან 13 უკრაინელი დიპლომატის გაძევება, რუსეთის ტერიტორიაზე დაპატიმრებული უკრაინის მოქალაქეების საქმეს არ გაართულებს. საუბარია იმ პირებზე, რომლებიც 2014 წლიდან დღემდე პოლიტიკური ნიშნით დააპატიმრეს და რუსეთის სასჯელაღსრულების დაწესებულებებში იხდიან სასჯელს.
რუსეთის მთავრობამ უკრაინიდან რუსი დიპლომატების გაძევებას ანალოგიური ზომებით უპასუხა – რუსეთის საგარეო უწყებამ ქვეყანა 13 უკრაინელ დიპლომატს დაატოვებინა.