რუსეთის მთავრობა გადადგა

ვლადიმერ პუტინი სავარაუდოდ ძალაუფლების გასამყარებლად ემზადება. ასე ფასდება მედიაში კრემლის ლიდერის მოულოდნელი გადაწყვეტილება.

რუსეთის მთავრობა გადადგა. ეს მას შემდეგ, რაც ფედერალური კრებისადმი ყოველწლიური მიმართვისას პრეზიდენტმა მასშტაბური საკონსტიტუციო ცვლილებები დააანონსა, რომელიც ხელისუფლების შტოებს შორის ძალთა ახალ გადანაწილებას, ანუ საპრეზიდენტო მმართველობას, თუმცა გაძლიერებულ დუმას გულისხმობს. წინასწარი ინფორმაციით, მთავრობის გადადგომა ტექნიკური საკითხი იყო და მინისტრების დიდი ნაწილი პოსტებს ახალ მინისტრთა კაბინეტშიც შეინარჩუნებს, თუმცა მათ შორის აღარ იქნება პრემიერი დიმიტრი მედვედევი, რომელსაც პუტიმა ახალი თანამდებობა შესთავაზა. ცნობილია რუსეთის მთავრობის ახალი მეთაურის ვინაობაც.

დღევანდელმა ცვლილებებმა აქტუალური გახადა კითხვა, – განმეორდება თუ არა სცენარი, როცა მოქმედმა პრეზიდენტმა პრემიერის თანამდებობაზე გადაინაცვლა.