რუსეთი ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიულ პარტნიორობას აფორმებს

ვლადიმერ პუტინმა ჩრდილოეთ კორეასთან სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმების რატიფიკაციის კანონს ხელი მოაწერა. ხელშეკრულების მეოთხე მუხლში წერია, რომ თუ ერთ-ერთი მხარე ექვემდებარება შეიარაღებულ თავდასხმას სხვა სახელმწიფოსგან რამდენიმე ქვეყნის მხრიდან და აღმოჩნდება ომის მდგომარეობაში, მაშინ მეორე მონაწილე დაუყოვნებლივ გაუწევს სამხედრო და სხვა სახის დახმარებას ყველა არსებული საშუალებით. გარდა ამისა, მერვე მუხლის მიხედვით, მხარეები ქმნიან მექანიზმებს ერთობლივი საქმიანობისთვის, რათა გააძლიერონ თავდაცვის შესაძლებლობები ომის თავიდან აცილების ინტერესებიდან გამომდინარე და რეგიონული და საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის. ამ დოკუმენტს ორი ქვეყნის ლიდერებმა ხელი 19 ივნისს, პუტინის ფხენიანში ვიზიტის დროს მოაწერეს. შეთანხმებამ უნდა შეცვალოს 2000-ს წელს რუსეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის მეგობრობის, კეთილმეზობლობისა და თანამშრომლობის ძირითადი ხელშეკრულება.