ცოტა ხნის წინ საქართველოს ტერიტორიაზე აჭარის პოლიციამ თურქული ულტრანაციონალისტური, ექსტრემისტული დაჯგუფების „რუხი მგლების“, იგივე ბოზკურტის წევრი დააპატიმრა.
40 წლის სერქან კურტულუში თურქული მხარის მოთხოვნით დააკავეს, რომელსაც განზრახ მკვლელობაში, ცეცხლსასროლი იარაღის ტარების და ორგანიზებული დაჯგუფების შექმნაში ედება ბრალი.
ვინ არის სირიაში მებრძოლი და იზმირის კრიმინალური სამყაროს ლიდერი სერქან კურტულუში და რას საქმიანობენ რუხი მგლები.