დაკავება მკვლელობის ბრალდებით

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1992 წელს დაბადებული წარსულში ნასამართლევი პირი ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, მიმდინარე წლის 13 აგვისტოს ქობულეთში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით, ჭრილობა მიაყენა 2001 წელს დაბადებულ პირს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი ახალგაზრდა მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში გარდაიცვალა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.