რთველს კვლავ სახელმწიფო დაასუბსიდირებს, მევენახეები და ღვინის კომპანიები დახმარებას მიიღებენ - ღვინის სექტორში არსებული გამოწვევები და მევენახეთა მოთხოვნა კერძო კომპანიების მიმართ
რთველის სუბსიდირების პირობები ზუსტდება.
„კოვიდ-19“-ის შედეგად შექმნილი კრიზისული ეკონომიკური ვითარების გამო აღდგენილი სახელმწიფო პროგრამით ის მევენახეები ისარგებლებენ, რომლებსაც რქაწითელი და კახური მწვანე მოჰყავთ. მთავრობამ ყურძნის ფასიც განსაზღვრა, რომელიც შარშანდელთან შედარებით გაზრდილია. გაწერილია ღვინის კომპანიებისთვის სუბსიდიის გამოყოფის პირობებიც.