წლევანდელი რთველი სახელმწიფოს ფინანსური დახმარების გარეშე ჩაივლის.
ნაწილობრივი შეწყვეტის შემდეგ მთავრობა სუბსიდირებას საერთოდ წყვეტს და მიზეზად ყურძენზე გაზრდილ მოთხოვნას ასახელებს. კერძო სექტორი მზად არის, პროდუქცია სახელმწიფოს თანამონაწილეობის გარეშე ჩაიბაროს. თუმცა გლეხები მაინც საუბრობენ მოსალოდნელ რისკებზე. მათთვის სოფლის მეურნეობის მინისტრის დღევანდელი განცხადება მოულოდნელი აღმოჩნდა.