რაჭაში რთველის მიმდინარეობის პროცესს გაეცნო სოფლის მეურნეობის მინისტრი.
უკვე გადამუშავებულია 500 ტონამდე ყურძენი, პროცესში ამ ეტაპზე ჩართულია 27 კომპანია. ყურძენს საწარმოები 17 ლოკაციაზე იბარებენ. რთველის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას იღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ 3 ტონა ალექსანდროულისა და მუჯურეთულის ჯიშის ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ 8 ლარს. რაჭა-ლეჩხუმის რეგიონში, კომპანიებზე 1 კგ ალექსანდროულისა და 1 კგ მუჯურეთულისთვის 4 ლარის ოდენობის სახელმწიფო სუბსიდია გაიცემა.