სტიქიამ მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კახეთსაც. მევენახეების ნაწილი მოსავლის გარეშეც კი დარჩა. მხარდაჭერის მიზნით სახელმწიფო წელსაც ახორციელებს რთველის სუბსიდირების პროგრამას. სიახლეა ისიც, რომ ხდება დაზიანებული პროდუქციის რეალიზაციაც. 21 ათასზე მეტმა მევენახემ, მოსავალი უკვე ჩააბარა ყურძნის გადამამუშავებელ საწარმოებს.
რა ეტაპზეა რთველი კახეთში და უფრო კონკრეტულად რა დახმარებას იღებენ სტიქიით დაზარალებული მევენახეები – ჟანა დიდებაშვილის და ზვიად ყარაულაშვილის სიუჟეტი კახეთიდან.