როგორ მიმდინარეობს რთველი 2024 საქართველოში, – ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმა ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ახალი გადაწყვეტილებაც გააჟღერა და განაცხადა, რომ საფერავის ჯიშის ყურძენს სახელმწიფო კომპანია ათამდე ლოკაციაზე 1,5 ლარად ჩაიბარებს. იმ მევენახეებს კი, რომლებსაც ნაკლებ ფასად აქვთ ჩაბარებული საფერავი, სხვაობას მთავრობა დაუკომპენსირებს.