რთველი 2024 ლეჩხუმში

ლეჩხუმში რთველი მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, სულ გადამუშავებულია 860 კილოგრამზე მეტი ყურძენი, მოსავლის დაბინავების პროცესში კი 35-ზე მეტი კერძო კომპანიაა ჩართული. აღსანიშნავია, რომ წელს ლეჩხუმში რთველი ისევე როგორც რაჭაში, ადრიანად დაიწყო. შენარჩუნდა გასული წლის ფასი და ერთი კილოგრამი ცოლიკაურის ღირებულება 5 ლარია.