საქართველოში რთველი 2024 აქტიურ ფაზაშია.
კახეთში მევენახეები მოწეულ ყურძენს კერძო და სახელმწიფო კომპანიებში აბარებენ. კახეთის შემდეგ კი მოსავლის დაბინავება უკვე რაჭა-ლეჩხუმში დაიწყება.
რთველი 2024-ის დეტალებზე „მოამბე რეგიონების“ შეკითხვებს ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ, ლევან მეხუზლამ უპასუხა.