რთველი 2024 წლის მიმდინარეობის პერიოდში, ღვინის ეროვნული სააგენტო ღვინის საწარმოებში ოპერატორის პოზიციაზე 100-მდე ახალგაზრდას დაასაქმებს.
ოპერატორის პოზიციაზე დასაქმების მსურველი ახალგაზრდები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ. კანდიდატებს სპეციალური სწავლება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სპეციალისტებმა რთველის საკოორდინაციო შტაბში ჩაუტარეს.