კახეთში რთველისთვის მზადება დაიწყო – გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა საკოორდინაციო შტაბი გახსნა, რომელიც 24-საათიან რეჟიმში იმუშავებს და ფერმერებს მოსავლის დაბინავებაში დაეხმარება. ოთარ შამუგია ასევე შეხვდა მევენახეებსა და ღვინის მწარმოებლებს. სახელმწფოს გადაწყვეტილებით, წელს თეთრი ყურძნის სუბსიდირება ისევ იქნება და კილოგრამი არანაკლებ ერთი ლარი ეღირება. სუბსიდიის საფასური კი 20 თეთრით განისაზღვრა. პროგრამით 20 ათასამდე მევენახე ისარგებლებს.