რთველი 2023 - შტაბის გახსნა

კახეთში რთველი დაიწყო.

საწარმოები მიმდინარე წელს 200 ათას ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ. ასეთია დასაკრეფი ყურძნის საპროგნოზო მაჩვენებლები. დღეს გაიხსნა სპეციალური შტაბიც, რომელიც რთველს კოორდინაციას მთელი საქართველოს მასშტაბით გაუწევს. მსოფლიო ბაზარზე ქართულ ღვინოზე არსებული მაღალი მოთხოვნის ფონზე ღვინის მწარმოებლები გეგმავენ, წელს მევენახეებისგან შარშანდელზე ბევრად მეტი ყურძენი ჩაიბარონ. ამოქმედებულია სუბსიდირების პროგრამაც. ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი, რომლითაც 25 ათასამდე მევენახე ისარგებლებს.