რთველი 2023 - პრემიერი კახეთში

კახეთში ყურძნის კრეფის პროცესი აქტიურ ფაზაშია.

ბოლო მონაცემებით უკვე გადამუშავებულია 170 ათასი ტონა ყურძენი. მთავრობის გადაწყვეტილებით, რთველის სუბსიდირების პროგრამა წელსაც გრძელდება. პარალელურად, სახელმწიფო კომპანიები სეტყვისგან დაზიანებულ ყურძენსაც იბარებენ. კახეთში გახსნილ საკოორდინაციო შტაბში დღეს პრემიერ-მინისტრი პირადად იმყოფებოდა, რომელიც რთველის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მთავრობის მეთაურის განცხადებით, მევენახეების მხარდაჭერა ძირითადი პრიორიტეტია, რადგან ღვინო საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი საექსპორტო პროდუქტია. ყურძნის მოსავლის საპროგნოზო მაჩვენებელი წელს 200 ათასი ტონაა.