მთავრობის გადაწყვეტილებით, რაჭის რეგიონში სუბსიდირების პროგრამა ხორციელდება. სუბსიდიას მიიღებს ყველა ის კომპანია, რომელიც შეიძენს და გადაამუშავებს ხვანჭკარას მიკროზონაში მოწეულ არანაკლებ სამ ტონა ყურძენს და მევენახეს გადაუხდის არანაკლებ შვიდ ლარს. ამ ეტაპზე, ამბროლაურის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ლოკაციაზე ყურძნის ჩასაბარებელი 25-მდე პუნქტია გახსნილი, რაც მოსახლეობას მოსავლის შეუფერხებელი დაბინავების შესაძლებლობას აძლევს. რთველი 2022-ის ორგანიზებულად ჩატარების მიზნით, ამბროლაურში რთველის საკოორდინაციო შტაბი მუშაობს. ამ დროის მონაცემებით, გადამუშავებულია 275 ტონა ყურძენი.