კახეთში რთველი 2022 ისევ აქტიურ ფაზაშია.
ყურძნისა კრეფისა და ჩაბარების პროცესი რეგიონის შვიდ მუნიციპალიტეტში ერთდროულად მიმდინარეობს. რთველს კოორდინაციას ღვინის ეროვნული სააგენტო უწევს. რეგიონს დღეს სოფლის მეურნეობის მინისტრი სტუმრობდა, რომელიც ვითარებას ადგილზე გაეცნო. ამ დრომდე მევენახეები ყურძენს შეფერხებების გარეშე, წინასწარ გაწერილი გრაფიკით აბარებენ. ერთადერთი პრობლემა მათი განცხადებით ყურძნის ფასია, რომელიც როგორც ფერმერები ამბობენ, საწვავის გაზრდილი ფასისა და მაღალი ინფლაციის ფონზე დაბალია. წელს საქართველოში 300 ათას ტონა ყურძნის მოსავალს ელოდებიან.