კახეთში რთველი 2020-სთვის მზადება აქტიურ ფაზაში შედის.
რეგიონში დღეს სპეციალური საკოორდინაციო საბჭოც შეიქმნა, რომელიც რთველის მიმდინარეობას მონიტორინგს გაუწევს. საბჭოში კომპანიების რეგისტრაციის პროცესი უკვე დაწყებულია. მევენახეები წელს 300 ათას ტონამდე ყურძნის მოსავალს ელოდებიან. ორი წლის შემდეგ პირველად მთავრობამ „კოვიდ-19“-ის პანდემიის უარყოფითი გავლენის შესამცირებლად ყურძნის ფასის სუბსიდირების გადაწყვეტილებაც მიიღო. ღვინის მწარმოებლებმა ერთ კილოგრამი „რქაწითელისა“ და „კახური მწვანის“ ჯიშის ყურძენში მინიმუმ 80 თეთრი უნდა გადაიხადონ.