ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ ითხვისის მკვიდრთა ნაწილი საკუთარ საცხოვრებელ სახლებს ცლის. 12 სახლი საცხოვრებლად უვარგის მდგომარეობაშია. შენობების დაზიანებას ადგილობრივები კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას უკავშირებენ. ადგილზე არსებულ ვითარებას ჭიათურის მერთან ერთად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული გაეცნო. ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ჭიათურის მერია დაზარალებულ ოჯახებს დროებით ალტერნატიული ფართით უზრუნველყოფს. ადგილზე მუშაობა დაიწყო გეოლოგების ჯგუფმა. გეოლოგიური პრობლემების წარმოშობის მიზეზებზე სპეციალისტები დასკვნას სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ გააკეთებენ. სოფელ ითხვისში, მახათაძეების უბანში მნიშვნელოვნად დაზიანებულია 12 სახლი.