რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით მოძრობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული
შეზღუდვებია ცენტრალურ მაგისტრალებზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით მოძრობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. ინტენსიური თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გუდაური -კობის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
შეზღუდულია გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მონაკვეთზეც. მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს რიკოთის უღელტეხილზეც სადაც “მოამბის” კორესპონდენტი ნინო ფისაძე იმყოფება და ადგილიდან დეტალებს გაგვაცნობს.