რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით მოძრობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული

15:19, 08.12.2017

შეზღუდვებია ცენტრალურ მაგისტრალებზე. რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო, ქვეყნის მასშტაბით მოძრობის სპეციალური რეჟიმია დაწესებული. ინტენსიური თოვის  გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის  გუდაური -კობის მონაკვეთზე აკრძალულია მხოლოდ  მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

შეზღუდულია გადაადგილება თბილისი–სენაკი–ლესელიძის გზის მონაკვეთზეც. მოძრაობის სპეციალური რეჟიმი მოქმედებს რიკოთის უღელტეხილზეც სადაც “მოამბის” კორესპონდენტი ნინო ფისაძე იმყოფება და ადგილიდან დეტალებს გაგვაცნობს.

 

მსგავსი