ჯანდაცვის სექტორს 60 ათასამდე კოვიდინფიცირებულის მართვა უწევს. ყოველდღიურად იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა. ამ დროისთვის ვირუსული გართულებებით 1 547 მოქალაქე გვყავს, მათგან 336-ს ხელოვნური სუნთქვის აპარატი სჭირდება.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში კიდევ 48 ადამიანი გარდაიცვალა, ვირუსი დაუდასტურდა 3 803 პირს. მონაცემები გუშინდელთან შედარებით შემცირებულია, თუმცა, სპეციალისტები დამშვიდების საფუძველს ვერ ხედავენ. დადებითობის დღიური მაჩვენებელი 11,3%-ით განისაზღვრა, რაც საკმაოდ მაღალი ნიშნულია. დღეს აღრიცხული ფაქტებიდან თბილისში გამოვლენილია 1 425 შემთხვევა, შემდეგია აჭარა 598 ახალი ინფიცირებულით, იმერეთი – 506, 327-ია კახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში 246.
მასობრივი იმუნიზაციის გარეშე, მედიკოსები სიტუაციის გაუარესებას პროგნოზირებენ. 22 აგვისტოს მონაცემებით, სულ ჩატარებულია 962 165 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 286 187 ადამიანი – რაც მოზრდილი მოსახლეობის მხოლოდ 10%-ია.