საქართველოს უზენაესმა სასამართლომ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის აფხაზეთის სამმართველოს ყოფილი უფროსი ორი პირის განზრახ მკვლელობაში დამნაშავედ ცნო. რომან შამათავას 16 წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის აქტით მისი სასჯელი საბოლოოდ 12-წლიანი პატიმრობით განისაზღვრა. საქმე ეხება პაატა ქარდავას და დავით ცინდელიანის მკვლელობას და მათთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას. გამოძიების ინფორმაციით, 2008 წლის აგვისტოს იმის შემდეგ, რომან შამათავამ ცინდელიანი და ქარდავა კატერით ზღვაში გაიყვანა. ორივე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა და გვამები წყალში გადაყარა. უზენაეს სასამართლომდე რომან შამათავას საქალაქო და სააპელაციო ინსტანციებმა რვა წლით თავისულების აღკვეთა მკვლელობის მცდელობისთვის შეუფარდა.