როინ შავაძის საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2008 წლის 16 აგვისტოს, თავდაცვის სამინისტროს ბრიგადის სერჟანტის, როინ შავაძის უკანონო დაკავების, განზრახ მკვლელობისა და სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაზე ბრალდებული კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისა და სპეცდანიშნულების რაზმის თანამშრომლების საქმეზე პროცესი მიმდინარეობს. სხდომაზე ბრალდების მხარის მოწმეები, კერძოდ ექსპერტები იკითხებიან. ერთ-ერთი მოწმე ბალისტიკური ექსპერტია, რომელმაც ექსპერტიზა საქმეში არსებული ტყვიებს ჩაუტარა. ასევე დღევანდელ პროცესზე დაიკითხება კიდევ ერთი ექსპერტი.