რუსთავში აფეთქებისას დაშავებული ორი მოზარდი მკურნალობას თბილისში განაგრძობს. რუსთავის კლინიკებში კი სულ ხუთი პაციენტი რჩება. მათი მდგომარეობა სტაბილურია. ჟანგბადის ბალონის აფეთქება რუსთავში, მე-19 მიკრორაიონში ავტოფარეხის დემონტაჟის დროს მოხდა.
დაშავდა სულ 12 ადამიანი, მათ შორის ბავშვები.
აფეთქება იმდენად ძლიერი იყო, რომ ახლომდებარე კორპუსში ფანჯრის მინები ჩაიმსხვრა.
ტერიტორიიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა.