მცირე მთავრობის კონცეფცია და სტრუქტურული და საკადრო ცვლილებები ხელისუფლებაში. კონსულტაციები სრულდება, მმართველი გუნდი საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს. პრემიერობის კანდიდატი საპარლამენტო უმრავლესობას უკვე 2 საათია ხვდება.
წინასწარ დაანონსებული გეგმის მიხედვით, სამინისტროების რაოდენობა 14-დან 11-მდე შემცირდება. მმართველი გუნდი ამბობს, რომ მთავარი მიზანი, მართვის კუთხით უფრო სწრაფი, ეფექტიანი და მოქალაქის შედეგზე ორიენტირებული ახალი მოდელის შეთავაზებაა.
თამარ წიკლაური იმყოფება “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისთან, სადაც კონსულტაციები მიმდინარეობს – ხომ არ დასრულდა უკვე შეხვედრა?