როგორ ვუვლით საგანძურს

სოკო, დარღვეული კლიმატკონტროლი, მაღალი ტენიანობა, არასაკმარისი სივრცე ფონდსაცავებში – ასეთი სურათი დაგხვდებათ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მუზეუმში. შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული ექსპონატების ნაწილს შესაძლოა განადგურების საფრთხე დაემუქროს. 1830 წელს აგებული შენობის სიძველის პრობლემა უკვე წლებია არსებობს, თუმცა, მასშტაბური სარესტავრაციო სამუშაოს ჩატარება მხოლოდ ახლა გადაწყდა. ამ ეტაპზე ცნობილია მხოლოდ ის, რომ უნიკალური კოლექციები დროებით სივრცეში გადაინაცვლებს, მაგრამ უცნობია, რამდენად იქნება ექსპონატებისთვის გამოყოფილ შენობაში შესაბამისი პირობები დაცული, ან როდის დაიწყება და დასრულდება მუზეუმის რესტავრაციის პროცესი.

გვანცა გიორგაძე თემის დეტალებით.