როგორ მოქმედებს „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ ახალი კანონი თეატრებზე.
პირველ მაისს ამოქმედებული ნორმების მიხედვით, სიგარეტის მოწევა სპექტაკლებშიც დაუშვებელია. იმისთვის, რომ რეგულაციამ ხელი არ შეუშალოს შემოქმედებით პროცესს, რეჟისორების ნაწილი კანონში დაზუსტების შეტანას ითხოვს.
შესწორების აუცილებლობას ხედავს დეპუტატების ნაწილიც, თუმცა კოლეგების პოზიციას არ იზიარებენ ჯანდაცვის კომიტეტში.
კანონის მიხედვით, სპეციალური ვიდეორგოლები უნდა დაემატოს იმ სატელევიზო პროდუქტსაც, სადაც მოწევის სცენები გვხვდება.