როგორ უნდა ჩაატაროს ქვეყანამ კოვიდ-უსაფრთხო არჩევნები. თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, ეს საკითხი აქტიური განხილვის საგანია. ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეპიდ-ვითარებიდან გამომდინარე ინფექციონისტები წინასაარჩევნო კამპანიას საფრთხის შემცველს უწოდებენ და ვირუსის გავრცელების შესაკავებლად სპეციალური რეკომენდაციების შემუშავებასაც აანონსებენ. მთავარი აქცენტი ახლა საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომელთა ვაქცინაციაზე კეთდება, რომელთა რაოდენობაც საოლქო და საუბნო კომისიების დაკომპლექტების შემდეგ 70 ათასს მიაღწევს. საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას შემუშავებული რეკომენდაციების შესრულების პირობას დებენ პოლიტიკური პარტიებიც.
მზადება რიგით მეორე არჩევნებისთვის პანდემიის პირობებში, – ნახეთ ნათია ქენქაძის სიუჟეტში.