როგორ აამღერეს მეფე ლომი ქართულად: საქართველოს პირველი არხის საახალწლო საჩუქარი - დისნეის საყვარელი ანიმაცია ქართულ ენაზე
პირველ იანვარს, პირველი არხის საახალწლო ეთერში დისნეის ცნობილი ანიმაციური ფილმის – „მეფე ლომის“ ქართული ვერსიის პრემიერა შედგება. სექტემბრიდან პირველი არხის ეთერში ქართულად გახმოვანებული „დისნეის“ ანიმაციური ფილმები გადის. ბავშვების საყვარელი გმირებისა და ანიმაციების გახმოვანებაზე კონკურსში გამარჯვებული სტუდია „ბრავო რექორდსი“ მუშაობს, „დისნეის“ ფილმებში გამოყენებული სიმღერების ქართულ ვერსიებს კი სტუდია „ფონოგრაფი“ ქმნის. დღეს #ახალდღეში გიამბობთ, თუ როგორ ახმოვანებდნენ „მეფე ლომის“ საუნდტრეკებს ქართულ ენაზე.
სტუმრები: იოანა ნავაძე – „რანინას“ მეოთხე სეზონის მონაწილე, რომელიც „მეფე ლომში“ პატარა ნალას როლს ასრულებს; მსახიობი ზაალ ჩიქობავა, რომლის ხმითაც ანიმაციაში ყველაზე ბოროტი პერსონაჟი, სქარი ამღერდა; სოფო ტოროშელიძე – სტუდია „ფონოგრაფის“ წარმომადგენელი, პროექტის მუსიკალური პროდიუსერი.
ახალი დღე