ქართული ანიმაციური ფილმების ჩვენება

22:12, 31.05.2024

ქართული ანიმაციური ფილმები, რომლებზეც არაერთი თაობა გაიზარდა.

გაუმჯობესებული ხმა, გამოსახულება, ხარისხი – რამდენიმე მულტიპლიკაციური ფილმის ციფრულ ფორმატში გადაყვანის და რესტავრაციის საკმაოდ რთული სამუშაოები დასრულდა. ციფრულ მატარებლებზე გადატანილი და აღდგენილი ანიმაციური ნამუშევრების ჩვენება ბავშვთა დაცვის დღეს მოეწყობა.

300-მდე ანიმაციის რესტავრაცია და ციფრულ ფორმატში გადაყვანა ეტაპობრივად მიმდინარეობს. შედეგად პატარები ქართული ანიმაციური ფილმების მკვეთრად გაუმჯობესებულ ვერსიებს ნახავენ. ამ ეტაპზე ციფრულად რესტავრირებულია 1960-დან 1980 წლამდე, ჯამში 20-მდე ფილმი.

მსგავსი