როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა

როენა ხუცურაულს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. ბრალი წარედგინა ასევე ხუცურაულთან ერთად დაკავებულ კიდევ ორ პირს.

გამოძიება მათ სისხლის სამართლის კოდექსის 254-ე მუხლის დარღვევას ედავება, რაც პროსტიტუციის ხელშეწყობას გულისხმობს.

დაკავებულთათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე სასამართლო სავარაუდოდ ხვალ იმსჯელებს.

როგორც ხუცურაულის ადვოკატმა, არჩილ დვალიშვილმა განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.