საქართველოში ამერიკის ელჩი საახალწლო მიმართვას ავრცელებს.
რობინ დანიგანის განცხადებით, აშშ საქართველოს პარტნიორად რჩება და მის მხარდაჭერას აგრძელებს. დიპლომატმა საუბრისას ქვეყნისთვის წლის გამორჩეული მოვლენაც გამოყო და ქართველ ერს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი კიდევ ერთხელ მიულოცა. მისივე განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები ამაყია იმ ერთობლივი სამუშაოთი, რომელიც ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით განხორციელდა.