ამერიკის ელჩმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობებზე და ბოლო პერიოდში დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა. რობინ დანიგანის განცხადებით, ბოლო პერიოდში არასწორი ინფორმაცია ვრცელდება იმის მიუხედავად, რომ ორი პარტნიორი ქვეყნის ისტორია თანამშრომლობის 32 წელზე მეტს მოიცავს და ამ პერიოდში ამერიკელ და ქართველ ხალხს შორის კავშირი ყოველთვის ხასიათდებოდა ერთმანეთის პატივისცემითა და დახმარებით. ეს განცხადება ელჩმა ილიას უნივერსიტეტში გააკეთა, სადაც პროექტის „საბჭოთა მეხსიერება“ საინაუგურაციო ღონისძიება გაიმართა.