რკინიგზაზე, ინგირის მონაკვეთზე მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთი პარალიზებული იყო

ზუგდიდი-თბილისის რკინიგზის ცენტრალურ ლიანდაგზე, ინგირის მონაკვეთზე, ძლიერმა ქარმა ხე მოგლიჯა, რომელიც ელექტროგადამცემ ბოძს დაეცა, რის შედეგადაც მატარებლის მოძრაობა რამდენიმე წუთი პარალიზებული იყო.

ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები იყვნენ მობილიზებულნი. აქვე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ახლადარჩეული მერი გიორგი შენგელია. სარკინიგზო მოძრაობა ამ წუთისთვის აღდგენილია.