რისთვის ემზადება ოპოზიცია - შეფასებები

„ქართულ ოცნებაში“ მიიჩნევენ, რომ ოპოზიციური სპექტრი არჩევნების შემდეგ რევოლუციური სცენარების განვითარებისთვის ემზადება.

ხელისუფლების ოპონენტები მმართველი გუნდის ბრალდებას აბსურდულს უწოდებენ. ოპოზიციონერები დარწმუნებულები არიან რომ არჩევნებში ხელისუფლება შეიცვლება და ისინი ამომრჩევლისთვის მიცემულ დაპირებებს შეასრულებენ.