ირაკლი კობახიძეს თანამდებობაზე დანიშვნას დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ულოცავს. „ბატონო პრემიერ-მინისტრო! მინდა, გულთბილად მოგილოცოთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა. ვამაყობ, რომ დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენიდან 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ჩვენს ორ ქვეყანას შორის მეგობრობა უმაღლეს ნიშნულზეა. ჩვენი ურთიერთობის სიახლოვე ასახულია საქართველოსა და გაერთიანებულ სამეფოს შორის პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმებაში, რომელიც პოლიტიკურ, უსაფრთხოების, კომერციულ და კულტურულ კავშირებს მოიცავს, ისევე როგორც უორდროპის სახელობის ყოველწლიურ სტრატეგიულ დიალოგს. კარგად ვიცი, რა ღრმა რეზონანსი აქვს უკრაინაში რუსეთის არაპროვოცირებულ და სასტიკ ომს ქართველი ხალხის ცნობიერებაში. ის მტკივნეულ მოგონებებს აღძრავს და შეუპოვრობის ისეთ გამოწვევებს აჩენს, რაც საქართველოს წინაშე დგას დღესდღეობით“, – აცხადებს რიში სუნაკი.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებით, გაერთიანებული სამეფო მტკიცედ დარჩება საქართველოს მხარდამჭერი ქვეყნის სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ.