რიკოთის გვირაბთან სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, რიკოთის გვირაბთან ახლოს, სამგზავრო ავტობუსს ცეცხლი გაუჩდა. ადგილზე ამ დროისთვის მეხანძრე მაშველები მუშაობენ. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

ხანძარი ლოკალიზებულია, ადგილზე რჩებიან მეხანძრე მაშველები და დამწვარი ავტობუსის დათვალიერება მიმდინარეობს.